მთავარი » 2014 » თებერვალი » 11 » ექვსი წლის მარიამ მარკოზიას დახმარება ესაჭიროება
5:22 PM
ექვსი წლის მარიამ მარკოზიას დახმარება ესაჭიროება


ექვსი წლის მარიამ მარკოზიას დახმარება ესაჭიროება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მარიამის მამამ ლევან მარკოზიამ განაცხადა მის შვილს ორივე თვალზე მხედველობის ნერვის დისპლაზია აქვს, რის გამოც გოგონა ერთი მეტრის მანძილის იქით ვეღარაფერს აღიქვამს. მისივე განმარტებით, დაავადება ყოველ დღე პროგრესირებს, რის გამოც აუცილებელია დროულად ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია. ,,ოპერაცია უნდა გაკეთეს სტამბულში, რომელიც 20 ათასი ევრო ჯდება. ოჯახს კი ოპერაციისთვის საჭირო ხარჯები არ გაგვაჩნია, დაავადება კი ყოველდღიურად პროგრესირებს. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის უკვე მივმართეთ და გვითხრეს რომ ახალი წლამდე დაგველოდეთო, მაგრამ მანამდე დრო არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო ჩემს დასაც ეხმარება, ალბათ ასი ათას ლარზე მეტი აქვთ მასზე დახარჯული", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან მარკოზიამ.
მარიამის დასახმარებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ მაგთის, ბილაინისა და ჯეოსელის აბონენტებმა ნომერზე 0 901 200 250, ზარის ღირებულება ერთი ლარია, ან თანხა გადარიცხონ მარიამ მარკოზიას დედის მედეა თოლორდავას ანგარიშზე TBS-ში ანგარიშის ნომერზე: ‪#‎GE52TB7067545063600045‬
გამოიჩინეთ გულისხმიერება


ნანახია: 288 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: davekhmarot, daxmareba, damexmaret, damekhmaret, dakhmareba, davexmarot, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დახმარება დავეხმაროთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია