მთავარი » 2014 » თებერვალი » 12 » ”სიკვდილი მინდა!” - 19 წლის ულამაზესი გოგონას გადასარჩენად მშობლებს გროშიც არ აქვთ!
11:36 AM
”სიკვდილი მინდა!” - 19 წლის ულამაზესი გოგონას გადასარჩენად მშობლებს გროშიც არ აქვთ!

"კვდებოდა კაცი - თავი არ აუწევია, ისე გვითხრა: თქვენს შვილს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, თუ თურქეთში ან გერმანიაში არ წაიყვანეთ და ძვლის ტვინი არ გადაუნერგეთ, მოკვდებაო"

ასეთი სტატიების წერა არ მინდა, - მეც ადამიანი ვარ და ძალიან მიჭირს იმის ყურება, როგორ ტირიან ტკივილებით დატანჯული შვილების მშობლები. ესეც ენით აუწერელი ტანჯვაა. არადა, ზოგჯერ კვირა არ გავა, რომელიმე რედაქციაში არ მოვიდეს, რადგან სხვაგან წასასვლელი უბრალოდ არ აქვთ, - სხვანაირად ვერსად შოულობენ თანხას, რომ შვილი გადაარჩინონ. მათ შვილების ფოტოები აცახცახებული ხელებით გულზე აქვთ მიკრული და უნუგეშო თვალებით იცქირებიან. იმასაც განვიცდი, რომ ჩვენს ისედაც არც თუ ბედნიერ და მდიდარ ხალხს ამ ნაამბობით ვამძიმებ და ისედაც მწირ შემოსავალს ვაკლებ, - მათი შემოწირულობები ხშირად ერთადერთია, რაც ამ გამწარებულ მშობლებს შვილების გადარჩენის იმედად ევლინება. თუმცა ასეთ დროს ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, - თუ ჩვენ ყველა საკუთარი თავს ერთი წუთით მაინც თუ დავაყენებთ ამ მშობლების ადგილას, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება, გარდა სიკეთისა. თუმცა ეს მართლა ღმერთმა ყველას ააშოროს!

ლეიკემიით დაავადებული 19 წლის ნანიკო ხაჩიურის მამაც სულ ახლახან იყო რედაქციაში. შვილის ფოტოსთვის ხელი რომ გავუწოდე, - აბა, მაჩვენეთ-მეთქი, ხელი ისე აუკანკალდა, ფოტოს მოწოდება ვეღარ შეძლო. კაცი განადგურებულია, - 42 წლისა ვარო და მხრებში მოხრილ 70 წლის მოხუცს ჰგავდა, დასიებული და დაწითლებული თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მშობელ მამას რა გავუმტყუნო და ფოტოს რომ დავხედე, მეც მუხლი მომეკვეთა, - როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე სამუდამოდ გაქრეს. საბრალო მამას შვილი ტანჯვაზე საუბარი იმდენად უჭირდა, მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზებით მელაპარაკებოდა. მაგრამ იქედან, რაც ჩავიწერე, ხაჩიურების ოჯახის უმძიმესი განსაცდელი შემოგყურებთ.

- როგორ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს გოგონას ლეიკემია ჰქონდა?

- სამი კვირის წინ სრულიად ჯანმრთელი იყო... მერე სტომატიტი დაემართა. ამაზე ერთი კვირა ვუმკურნალეთ და მკურნალობას რომ არანაირი შედეგი აღარ ჰქონდა, ექიმმა გვითხრა, - მოდი, სისხლის ანალიზი გავაკეთოთო. მერე, პასუხები არ მოგვეწონაო და თოდუას კლინიკაში გაგვგზავნა. ჩემი ცოლი მივიდა პასუხების გასაგებად. ექიმმა პასუხი არ გამოუტანა, - შენი მეუღლეც მოვიდეს და ორივე ერთად შემოდითო. რომ შევედით, კვდებოდა კაცი, - თავი არ აუწევია, ისე გვითხრა: თქვენს შვილს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, თუ თურქეთში ან გერმანიაში არ წაიყვანეთ და ძვლის ტვინი არ გადაუნერგეთ, მოკვდებაო. მერე აღარ მახსოვს, რა ვილაპარაკეთ... არა, ის მახსოვს, ვკითხე, მაგას რამდენი სჭირდება-მეთქი? და თავზარდამცემი რიცხვი გვითხრა, გერმანიაში ალბათ 200 ათას ევრომდე დასჭირდება, თურქეთში კი - 150000 დოლარამდეო. ამის შემდეგ იქედან რომ გამოვედი, მარტო ის გავიფიქრე, ჩემი შვილი უკვე მკვდარია, ამდენ ფულს მე ვერასოდეს ვიშოვი-მეთქი. მართლა საიდან ვიშოვი ამ ფულს, - თუ დონორად რომელიმე გამოვდექით, ან მე ან ჩემი ცოლი, მაშინ გადანერგვაში 120000 დოლარი მაინც უნდა გადავიხადოთ თუ არადა 150000 დოლარი უნდა ვიშოვით. ეს შეუძლებელია...

- ჩვენთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელია...

- ღმერთმა ქნას, თორემ მე გასაყიდიც არაფერი გამაჩნია. სოფელ ქორდიში ვცხოვრობ, იქ ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც რომ გავყიდო, სულ 3 ათას დოლარსაც არ მომცემენ...

- ქორდი კონფლიქტის ზონაა, 2008 წლის ომის დროს შეიძლება თქვენმა გოგონამ ბევრი ინერვიულა და ამ ნერვიულობამ შეამზადა ნიადაგი ასეთი საშინელი მძიმე დაავადებისთვის.

- არ ვიცი, რა ვთქვა. იმდენად არ გვინდოდა სახლის დატოვება, ძალიან გვიან წამოვედით, იბომბებოდა ყველაფერი. მაშინ მართლა გადამერია შვილი. ისედაც ძალიან ემოციური ბავშვია და მაშინ სულ განადგურდა. მაგრამ ექიმმა თქვა, ლეიკემიას 50 მიზეზი მაინც იწვევსო. ვინ იცის, მე რა მიზეზის გამო მეტანჯება შვილი.

- თქვენმა გოგონამ თუ იცის რა დაავადება სჭირს?

- ჩემი შვილი ძალიან ჭკვიანია და ყველაფერს ხვდება, მაგრამ არაფერს ლაპარაკობს. მარტო იმას ამბობს, მამა, ამდენ ფულს ჩვენ საიდან ვიშოვითო. მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ ინტერნეტი ავაშოროთ. მისმა უნივერსიტეტის მეგობრებმა ფეისბუკზე მისი ამბავი რომ დადეს, ეს არ გვინდა ნახოს. მაგრამ თავად გვითხრა, - ნუ გეშინიათ, მე მარტო იმის ნახვა მინდა, უნივერსიტეტში რომ გამოცდები ჩავაბარე, რა შეფასება მივიღეო.

- ნუთუ სულ ვერაფერი მოაგროვეთ?

- სოფლელი კაცი ვარ, გზაც კი არ ვიცი, ვისთან მივიდე. რომც მივიდე, ვინ რას მომცემს! გორის გამგეობაში, რომლის გზაც ვიცი და სადაც ჩემი სოფელია, მითხრეს, მარტო 2000-1500 ლარის მოცემა შეგვიძლიაო. სოფელმაც შემიგროვა 3000 ლარი.

- ასე გაჭირვებულმა სოფელმა, რომელიც ისეა გადახრიოკებული, რომ მოსავალიც კი არ მოდის?

- კი, ასეთმა სოფელმა. კიდევ ჩემი შვილის ჯგუფელებმა ყუთები გააკეთეს და ახლა ქუჩებში დადიან ფულის შესაგროვებლად. ბავშვებმა კონცერტიც ჩაატარეს და 1200 ლარი შეგვიგროვეს. ზოგი რას ყიდის ნინიკოსთვის, ზოგი რას. ბევრს ტელეფონებიც გაუყიდიათ. ერთი მშობელი თავად დამყვება ქუჩა-ქუჩა, რაიმე სამსახური აღმოვაჩინოთ და ფულის სათხოვნელად შევიდეთო. არაფერი გამოდის. განცხადებებს გვაწერინებენ და პასუხს აღარ გვაძლევენ. სიკვდილი მინდა!

.... მითხრა ნინო ხაჩიურის მამამ და ყრუდ წამოდგა. მისი შვილის ფოტო მე დავიტოვე, - ზედ საბანკო რეკვიზიტებია მიწერილი. თუ ვინმეს რაიმე გაიღებს, მაშინ შეიძლება ეს ლამაზი სიცოცხლე არ ჩაიფერფლოს. მე კი ამ ყველაფერს ისევ თქვენს საფიქრალად ვტოვებ, - მორიგი დარდისთვის პატიებას გთხოვთ და მადლობასაც გიხდით: მადლობთ, რომ აქამდეც არა ერთი სიცოცხლე გადაარჩინეთ და მადლობთ იმისთვისაც, რომ დარწმუნებული ვარ, ნანიკოს გადარჩენასაც ეცდებით.

( ბიჭიკო ხაჩიურის საკონტაქტო ტელეფონი 555575778)

მიმღების ბანკი: ”საქართველოს ბანკი”; ბანკის კოდი: BAGAGE22; გაგარინის ქ. 29ა, თბილისი, 0160

მიმღების დასახელება: ხაჩიური ბიჭიკო

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000777989800

Intermediary Rank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33

Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia

Beneficiary: KHACHIURI BICHIKO

Account: GE59BG0000000777989800



Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT:COBADEFF

Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 10160, Georgia

Beneficiary: KHACHIURI BICHIKO

Account: GE59BG0000000777989800

ხაჩიური ბიჭიკოს პირადი ნომერი: 59001092359
მიმაგრებულია სურათი 1



ნანახია: 312 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: davekhmarot, daxmareba, damexmaret, damekhmaret, dakhmareba, davexmarot, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დახმარება დავეხმაროთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია