მთავარი » 2014 » თებერვალი » 12 » ნიკოლოზ ჯანელიძეს დაბადებამდე დაუდგინდა ზურგის ტვინის სიმსივნე - დავეხმაროთ რითაც შევძლებთ
12:09 PM
ნიკოლოზ ჯანელიძეს დაბადებამდე დაუდგინდა ზურგის ტვინის სიმსივნე - დავეხმაროთ რითაც შევძლებთ

ნიკოლოზ ჯანელიძეს დაბადებამდე დაუდგინდა ზურგის ტვინის სიმსივნე. 12 დღის ასაკში მას უკვე დაუსვეს უმძიმესი დიაგნოზი. დღემდე, (10 თვის ასაკადე) მან გადაიტანა 4 მძიმე ოპერაცია, თუმცა ხერხემლის პათოლოგია კვლავ აღენიშნება. ხერხემალი გამრუდებულია 43 გრადუსის გადახრით (იხილეთ თანდართული რენტგენის ფოტო) და დაკარგულია მგრძნობელობა ორივე ფეხში, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდ რისკთან რომ ბავშვმა ვერ იცოცხლოს.

ამჟამად ნიკოლოზს აქვს ორთოპედიული კორსეტი, რომლის დახმარებითაც გამრუდების გადახრის დროებითი შეჩერებაა შესაძლებელი, თუმცა სრული შედეგისთვის აუცილებელია ჩატარდეს კიდევ ერთი ოპერაცია. მსგავსი ოპერაცია არ ტარდება საქართველოში, შესაბამისად მშობლებმა ნიკოლოზი კონსულტაციებზე და ოპერაციაზე უნდა წაიყვანონ თურქეთში, კლინიკაში სახელწოდებით Liv Hospital (იხილეთ თანდართული ფაილი, დიაგნოზი და ხარჯთაღრიცხვა ამავე კლინიკიდან).

ნიკოლოზის მკურნალობა 1 წლის განამვლობაში რამდენიმე ეტაპად უნდა მოხდეს რათა ექიმებმა შეძლონ მისი ხერხემლის კორექტირება და გაჩნდეს შანსი იმისა რომ ბავშვი გაივლის.

ეტაპი 1 – 15 იანვარი, 2014

- ექიმის გეგმიური კონსულტაცია (თურქეთი)

- რენტგენი (თურქეთი)

- ნევროპათოლოგის კონსულტაცია (კიდურებში დაკარგულ გრძნობელობის აღდგენასთან დაკავშირებით)

პირველი ეტაპის ხარჯია: 800 ამერიკული დოლარი

ეტაპი 2 – მარტი, 2014 (თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული)

- კორსეტის გამოცვლა (თურქეთი)

- ექიმის გეგმიური კონსულტაცია (თურქეთი)

მეორე ეტაპის ხარჯია: 1100 ამერიკული დოლარი

ეტაპი 3 - ნოემბერი / დეკემბერი, 2014

- ხერხემლის ოპერაცია

მესამე ეტაპის ხარჯია: 16 000 ამერიკული დოლარი

კონსულტაციების, თერაპიისა და ოეპრაციის შედეგად ნიკოლოზი შეძლებს იცოცხლოს და გაზარდოს კიდურებში მგრძნობელობის აღდგენის შანსები.

ნიკოლოზის ოჯახს არ აქვს იმისი შესაძლებლობა რომ მომავალი ხარჯები თავად დააფინანსონ. საკუთარი რესურსები მაქსიმალურად გამოიყენეს როდესაც ბავშვს ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და ამოიკვეთა სიმსივნე.

იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ორი კონსულტაციის ხარჯები არც ისე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ორგანიზაცია შეძლებს და ჩვენი მომხმარებლების დახმარებით მხარში დაუდგება ნიკოლოზის ოჯახს. რაც შეეხება უფრო დიდ თანხებს, რომელიც ოპერაციის დაფინასნებისთვი არის საჭირო, დროის გრძელი მონაკვეთი (1 წელი) გვაძლევს იმის იმედს რომ ამ თანხის მოგროვებასაც შევძლებთ და მივცემთ შანსს პატარა ნიკოლოზს რომ იცოცხლოს და განვითარდეს, როგორც სხვა მისი თანატოლები.

მასალის წყარო: WeHelp.Ge



ნანახია: 676 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: davekhmarot, daxmareba, damexmaret, damekhmaret, dakhmareba, davexmarot, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დახმარება დავეხმაროთ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია