10:50 AM დგავერთიანდეთ და დავეხმაროთ 17 წლის აფხაზეთიდან დევნილ გოგონა მარიამსგუშინ მარიამი, 17 წლის აფხაზეთიდან დევნილი გოგონა გამოეწერა საავადმყოფოდან. თქვენი გულისხმიერებით, თბილისის მერიის სოცსამსახურის შემწეობით ჩაუტარდა ოპერაცია მენჯის ძვლებზე - ორივე ფეხის სახსრის პროტეზირება. | დღეს ვესაუბრე დედამისს, ნინოს. ცრემლები ახრჩობდა... ოპერაციამ რთულად ჩაიარა, დიეტა და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება გოგონას ერთ ფეხზე ე.წ. დისპლაზიური ძვალი აღმოაჩნდა. მამა - ომის ვეტერანი, ინვალიდი, ბინა - იპოთეკით დატვირთული, შვილი - ლოგინად ჩავარდნილი. წარმოუდგენელია ამ ქალის უბედურება... ადამიანს სამუშაოც რომ ჰქონდეს, რეალურად შეუძლებელია ამდენ რამეს თავი გაართვას ვფიქრობ, ვფიქრობ და გამოსავალი ვერ მინახავს ჯერ... ჩემო კარგებო, იქნებ კიდევ ერთხელ შემოვიჭიროთ ქამრები, იქნებ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში რაღაცით დავეხმაროთ მარიამს, ადეკვატური კვების საშუალებაც კი არა აქვთ... ექიმებთან კომუნიკაციაში მეც დავეხმარები. ვაზიარებ ჩემი ანგარიშის ნომერს. დღეიდან, 29 აპრილიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ოჯახს. GE11LB0711160921635000 ბანკის კოდი: LBRTGE 22 მიმღები: Tsotne Gamsakhurdia მიმაგრებულია სურათი 1
|
დამატებითი ინფორმაცია
მეგობარი ვებ-გვერდები
მეგობარი ვებ-გვერდები 2
კონტაქტი
მობილური ტელ. ნომერი: (+995) 555 08 08 92
ელ-ფოსტა: nikushkina@yahoo.com
საქართველო, რუსთავი რუსთაველის 35 Location in google Maps |