2:14 PM ისინი იბრძვიან,რათა იცოცხლონ!დაეხმარეთ მათ!24 წლის მარიამ მათიაშვილს თავის ფიბროზული ოსტეო დისპლაზია აქვს.10 წლის იყო,როცა თავის ძვლების დაშლა-გადაგვარება დაეწყო.დაავადებამ სახის დეფორმაცია,მხედველობის დაკარგვა და მთელს სხეულში კისტების წარმოქმნა გამოიწვია.14 წლის განმავლობაში მარიამს 7 ოპერაცია ჩაუტარდა.მიუხედავად წარუმატებელი ოპერაციებისა მას იმედი წამითაც არ დაუკარგავს. | მარიამი ძირითად დროს ხატების შემკობაში ატარებს.ის პროფესიით ფსიქოლოგია.გატაცებულია ფოტოგრაფიით. ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია თურქეთში,რისთვისაც აუცილებელია 45 000 $. მარიამს სჯერა,რომ საზოგადოება ამჯერად მაინც არ აქცევს ზურგს,როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ლუკა დავიანტი 19 წლისაა. თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. მას ოქტობერში დაუსვეს შუბლის წილის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი.იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. ლუკას ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში.ოცნებობს მთვარეზე გაფრინდეს..სჯერა,რომ თუ ადამიანი რამეს დაისახავს მიზნად აუცილებლად მიაღწევს საწადელს. მას შემდეგ,რაც გაიგო თავისი დაავადების შესახებ ერთადერთი რამ რაც თქვა იყო : ,, ამ დაავადებას თავიდანვე ჰქონდა წაგებული ჩემთან ომი". ლუკას მკურნალობა ესაჭიროება გერმანიაში,რისთვისაც 70 000 ევროა საჭირო. დავეხმაროთ,მეგობრებო ამ ადამიანებს,რათა შეძლონ დაუბრუნდნენ სრულფასოვან ცხოვრებას და იცოცხლონ. 12 მარტს,სპორტის სასახლეში,20 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი მათ დასახმარებლად.ბილეთის ფასი 10 ლარი. ერთად ვიბრძოლოთ #სიცოცხლისათვის! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/sicocxlistvis/ 1 ლარის ჩასარიცხად დარეკეთ ნომერზე - 0 901 200 120 GE07TB7990636080100005 - თიბისი ბანკი მიმღები: საქველმოქმედო ფონდი ,,ცხოვრება მშვენიერია" მიმაგრებულია სურათი 1
|
დამატებითი ინფორმაცია
მეგობარი ვებ-გვერდები
მეგობარი ვებ-გვერდები 2
კონტაქტი
მობილური ტელ. ნომერი: (+995) 555 08 08 92
ელ-ფოსტა: nikushkina@yahoo.com
საქართველო, რუსთავი რუსთაველის 35 Location in google Maps |