მთავარი » 2014 » ივლისი » 7 » გთხოვთ, დაგვეხმაროთ 3 წლის ლიზის გადარჩენაში
2:18 PM
გთხოვთ, დაგვეხმაროთ 3 წლის ლიზის გადარჩენაში

2013 წლის ივლისში ლიზის დაეწყო მუცლის ტკივილი, რის გამოც მივმართეთ იაშვილის კლინიკას. იქ ჩაუტარდა გამოკვლევა, გადაუღეს ტომოგრაფია, სადაც გამოჩნდა სიმსივნური წარმონაქმნი, ჩაუტარდა ბიოფსია და დაუდგინდა – მცირე მენჯის ღრუს სიმსივნე „ტერატომა“. ექიმების გადაწყვეტილებით, წარმონაქმნის დასაპატარავებლად ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 6 კურსი. ბავშვი საშინლად დასუსტდა, ნერვული გახდა. ლიზის გაჯანსაღებისთვის ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, რადგან შესაძლებელია წარმონაქმნი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის გავის ძვალს, კუდუსუნს, სწორ ნაწლავს მთლიანად ვერ ამოკვეთონ. გამოკვლევის შედეგები გადავაგზავნეთ ისრაელში, საიდანაც მივიღეთ იმედის მომცემი პასუხი, რომ სიმსივნურ წარმონაქმნს ბოლომდე ამოკვეთავენ. ოპერაცია 45 000 დოლარი ჯდება, რის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ, ოპერაცია სასწრაფოა და ყოველი წამი გადამწყვეტი, რადგან სიმსივნემ ზრდა დაიწყო. ლიზი ტკივილებით იტანჯება. ზოგჯერ ისე სტკივა, ტირილისგან ბჟირდება. ექიმების თქმით წარმონაქმნი, რომელიც ბუდეში ზის შესაძლოა გასკდეს ან გადაკეტოს სწორი ნაწლავი, რაც ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ პატარა ლიზის მდგომარეობა და დაგვეხმაროთ მის გადარჩენაში.

ლიზის მშობლები – ნინო დევდარიანი და ზვიად ყაველაშვილი.

ლიზის სახელზე გახსნილია ანგარიში:

საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22

ლარის ანგარიში: GE68BG0000000825795700

მიმღები: ლიზი ყაველაშვილი

შეგიძლიათ დარეკოთ "მაგთიდან", "ბილაინიდან" და "ჯეოსელიდან" ნომერზე:

0901700147

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:

595 79 27 94 (ზვიად ყაველაშვილი)
მიმაგრებულია სურათი 1



ნანახია: 502 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: davekhmarot, daxmareba, damexmaret, damekhmaret, dakhmareba, davexmarot, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დახმარება დავეხმაროთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია