მთავარი » 2014 » ივლისი » 07

www.auf.ge - გთხოვთ, დაგვეხმაროთ 3 წლის ლიზის გადარჩენაში

2013 წლის ივლისში ლიზის დაეწყო მუცლის ტკივილი, რის გამოც მივმართეთ იაშვილის კლინიკას. იქ ჩაუტარდა გამოკვლევა, გადაუღეს ტომოგრაფია, სადაც გამოჩნდა სიმსივნური წარმონაქმნი, ჩაუტარდა ბიოფსია და დაუდგინდა – მცირე მენჯის ღრუს სიმსივნე „ტერატომა“. ექიმების გადაწყვეტილებით, წარმონაქმნის დასაპატარავებლად ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 6 კურსი. ბავშვი საშინლად დასუსტდა, ნერვული გახდა. ლიზის გაჯანსაღებისთვის ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, რადგან შესაძლებელია წარმონაქმნი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის გავის ძვალს, კუდუსუნს, სწორ ნაწლავს მთლიანად ვერ ამოკვეთონ. გამოკვლევის შედეგები გადავაგზავნეთ ისრაელში, საიდანაც მივიღეთ იმედის მომცემი პასუხი, რომ სიმსივნურ წარმონაქმნს ბოლომდე ამოკვეთავენ. ოპერაცია 45 000 დოლარი ჯდება, რის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ, ოპერაცია სასწრაფოა და ყოველი წამი გადამწყვეტი, რადგან სიმსივნემ ზრდა დაიწყო. ლიზი ტკივილებით იტანჯება. ზოგჯერ ისე სტკივა, ტირილისგან ბჟირდება. ექიმების თქმით წარმონაქმნი, რომელიც ბუდეში ზის შესაძლოა გასკდეს ან გადაკეტოს ს ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრებულია სურათი 1
Просмотров: 502 | Добавил: InterestingSite | Дата: 2014-07-07 | კომენატარი: (0)

დამატებითი ინფორმაცია