მთავარი » 2015 » აპრილი » 15 » 4 თებერვალს ბავშვის ორმოცი აქვთ და არაფერი გააჩნიათ, სასაფლაოც გასაკეთებელი აქვთ.
1:02 PM
4 თებერვალს ბავშვის ორმოცი აქვთ და არაფერი გააჩნიათ, სასაფლაოც გასაკეთებელი აქვთ.

28 დეკემბერს გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს თბილისში 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ისნის რაიონში, ნავთლუღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამხერდო ჰოსპიტალის ძველ შენობაში მოხდა. ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ვახტანგ ცინცაძის მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 7 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები მძიმედ დაშავდნენ.ხანძარი ბავშვების ოთახში მაშინ გაჩნდა, როდესაც მათ ეძინათ. მამამ ოთახში შესვლის მიზნით შუშა ჩაამტვრია, რა დროსაც სხეულზე ჭრილობები მიიღო და ბევრი სისხლი დაკარგა. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 1 თვისაა. დაზარალებულების მეზობლები ყვებიან, რომ ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. შეგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალის ძველ შენობაში ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახები ცხოვრობენ. მათ უკიდურეს გაჭირვებაზე ფოტოები მეტყველებს.. მათ დასახმარებლად მოქმედებს ანგარიშის ნომერი, რომელზეც მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა ,ასევე ნომერი რომელზეც დარეკვა 1 ლარი ღირს.. მათთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. 4 თებერვალს ბავშვის ორმოცი აქვთ და არაფერი გააჩნიათ. სასაფლაოც გასაკეთებელი აქვთ. ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკში : GE17BG0000000785425800 მიმღები თამარ თურქია ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში : GE74TB7208036080100002 მიმღები: ფონდი ნათელი ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკში : GE22LB 0115111324821000 მიმღები: ფონდი ნათელი ტელეფონის ნომერი : 0901500510
მიმაგრებულია სურათი 1



ნანახია: 264 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ქველმოქმედება, დახმარება დავეხმაროთ, dakhmareba, kvelmokmedeba, სიკეთე, qvelmoqmedeba sikete, daxmareba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია