გაავრცელეთ სასწრაფოდ... დრო აღარ ითმენს. ბავშვი იღუპება. თითოეული ჩვენგანის ხმა არის საჭირო და გვერდით დგომა, რომ ბავშვი საქართველოდან გავიყვანოთ. დავეხმაროთ ბუკა ნიკურაძეს.
საბანკო კოდი: - TBCBGE 22
მიმღების დასახელება: - ზაზა ნიკურაძე
ანგარიშწორების ანგარიში: - GE82TB7006698365100028
პოსტი სოციალურ ქსელში ნინო ჩიხაძემ გაავრცელა.
28 დეკემბერს გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს თბილისში 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ისნის რაიონში, ნავთლუღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამხერდო ჰოსპიტალის ძველ შენობაში მოხდა. ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად, ვახტანგ ცინცაძის მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 7 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები მძიმედ დაშავდნენ.ხანძარი ბავშვების ოთახში მაშინ გაჩნდა, როდესაც მათ ეძინათ. მამამ ოთახში შესვლის მიზნით შუშა ჩაამტვრია, რა დროსაც სხეულზე ჭრილობები მიიღო და ბევრი სისხლი დაკარგა. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 1 თვისაა.
დაზარალებულების მეზობლები ყვებიან, რომ ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალის ძველ შენობაში ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახები ცხოვრობენ. მათ უკიდურეს გაჭირვებაზე ფოტოები მეტყველებს.. მათ დასახმარებლად მოქმედებს ანგარიშის ნომერი, რომელზეც მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა ,ასევე ნომერი
... კითხვის გაგრძელება »
მეგობრებო ვისაც ზურას დახმარების სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მას თანხა ჩაურიცხოთ შემდეგ ანგარიშზე : ლიბერთი ბანკი GE36LB0711113579703000 მიმღები: ზურაბ ფურტუნი ზურას ეხლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა! მისი ისტორია იხილეთ ქვევით... ჩვენთვის ცნობილი გახდა ზურაბ ფურტუნის საბოლოო დიაგნოზი: წინა შუასაყარის ავთვისებიანი სიმსივნე, ც ჰეპატიტი, ფილტვის ტუბერკულიოზი .უმძიმეს მდგომარეობაშია, იგი გადაყვანილ იქნა აკად. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრშ.ზურას იმედით სავსე კეთილი თვალები არსდროს დამავიწყდება.მას სიცოცხლე უნდა და აქვს უფლება იცოცხლოს! მას მკერდის ძვლის სიმსივნე ,c ჰეპატიტი და ტუპერკულიოზი აქვს! ძნელია, ასეთი სიცოცხლე გიყვარდეს, მაგრამ მას უყვარს! ებღაუჭება იმედს, რომ შესაძლოა, ღვთის წყალობით, გადარჩეს! ცხოვრებაში ლამაზი დღეები იშვიათად ყოფილა, მაგრამ საკუთარი ბედის კმაყოფილი იქნებოდა, რომ არა დაავადება, რომელიც სულს უმწარებს. ახალგაზრდა კაცი ტკივილს კივილამდე მიჰყავს... არადა, დასნებოვნებულს მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიება
... კითხვის გაგრძელება »
გაჭირვებულ ოჯახს,რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება -არის უსახლკარო , სოციალურად დაუცველი-ესაჭიროება დახმარება,გახსნილია საბანკო ანგარიში-გთხოვთ ვისაც სურვილი და საშუალება გაქვთ თუნდაც 1 ლარით დაეხმაროთ და გაავრცელოთ ეს განცხადება-წინასწარ დიდი მადლობა.საბანკო რეკვიზიტია; GE58KS0000000360149424 კორსტანდარტბანკი-KSB ყიფშიძე ნელი
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ირინა მოსეშვილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, ქალაქ მოდენის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურს გადის, თბილისის მერს დავით ნარმანიას დახმარებას თხოვს.
„ქუთაისი თუდეი“ ირინა მოსეშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ. როგორც ის წერს, მისი მეუღლეც ავად არის, გადაადგილება არ შეუძლია, თბილისში შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის ფულს ვერ იხდის და მათ ამ დღეებში გამოსახლება ემუქრებათ.
„7 წელია გადახვეწილი ვარ იტალიაში ოჯახის სარჩენად! მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მეუღლე, რომელიც მძიმე სამუშაოს გამო დაინვალიდდა. მათ გამო თავდაუზოგავად ვშრომობდი, მეუღლის გამოჯანმრთელებისთვის ვზრუნავდი, რომ ოჯახს საკვები და თავზე ჭერი ჰქონოდა! მაგრამ მუდმივმა ჯაფამ და ნოსტალგიამ არც მე დამინდო! ჯერ საქართველოში ოჯახის სანახავად ჩასულს ინსულტი მომივიდა, რომელიც თურმე უკვე მეორედ, სოციალ-პარალიზებული მქონდა ხელ-ფეხი. ექიმები არ მირჩევდნენ, მაგრამ მაინც ერთ თვეში იტალიაში იმის გამო წავედი,რომ სა
... კითხვის გაგრძელება »
ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრეს ეს დიაგნოზი თბილისში დაუდგინეს. ალექსანდრეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება და ეს ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 90 000 ევრო ჯდება. როგორც ალექსანდრეს დედა თეონა ბოლქვაძე აცხადებს, 2 თვის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. „ალექსანდრე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ახლახანს თბილისში გვყავდა ექიმთან და გვითხრეს ცეროზი აქვსო და ღვიძლის გადანერგვა სჭირდებაო. არ ვიცით რა გავაკეთოთ, ამხელა თანხა საიდან მოვიტანოთ. თბილისში გვითხრეს, რომ თურქეთში არსებობს კარგი კლინიკა, სადაც შევძლებთ ღვიძლის გადანერგვას. გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, რომ შვილის სიცოცხლე გადამირჩინოთ, მე მეტი გამოსავალი არ მაქვს მხოლოდ ხალხის იმედიღა დამრჩა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯიხაძის დედამ თეონა ბოლქვაძემ. 2 თვის ბავშვის საბანკო ანგარიშის ნომერია: საქართველოს ბანკი GE52BG0000000781650900
მეგობრებო, ჩვენი ერთობლივი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება ერთ ძალიან კარგ, მორწმუნე მაგრამ შეჭირვებულ ოჯახს, სადაც 5 ულამაზესი ბავშვი იზრდება. ოჯახის მამა, მცდელობის მიუხედავად, დღემდე უმუშევარია, დედა კი შვილების აღზრდითაა დაკავებული. მათი სამ ოთახიანი სახლი ნახევრად დამწვარია ( სულ 9 კვადრატში ცხოვრობს 7 ადამიანი) , ძალიან ვიწროდ და ხელმოკლედ ცხოვრობენ. დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია. . . ტანსაცმლით, ფინასნურად, საყოფაცხოვრებო ნივთებით. . . ასევე გვესაჭიროება სამშენებლო მასალა, რომ დამწვარი ოთახების აღდგენა და იმ დონეზე მიყვანა შევძლოთ, ადამიანმა იქ ცხოვრება შეძლოს. გავერთიანდეთ სიკეთით! დახმარების მსურველები შეგვეხმიანეთ 558 671434 ან 558 344 778 ძალიან გთხოვთ, თუ დახმარებას ვერ შეძლებთ გაავრცელეთ. . . დამეხმარეთ, რომ ერთ ოჯახს გასაჭირი შებუმსუბუქოთ. ქ.ქუთაისი გვანცელაძის 16(ფოლკლორის სასახლესთან) ოჯახის უფროსს ბესარიონ იოსელიანი ჰქვია. . . საქართველოს ბანკი : ანგარიშის ნომერი: GE27BG0000000494710800 მიმღები: მელიქაძე ია
"ვინმემ დამეხმარეთ, გეხვეწებით, სახლში 7 ობოლი მიცდის, საღამოს ვახშამი რომ ვაჭამო, პურის ფული არ მაქვს, მშივრები არიან, მელოდებიან", _ ამ სიტყვებით ითხოვდა დახმარებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში პენსიონერი გულიკო ბოლქვაძე.
გულიკო ბოლქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ცხოვრობს.
"70 წლის მოხუცი ვარ, მარტოხელა, პენსიონერი, შვილი და რძალი ავარიით დამეღუპნენ, 7 ობოლი დამრჩა, დასახმარებლად მოვედი, ლუკმა-პურის ფულისთვის, რომ ღამე ჩემი ობლები დავაპურო, მცირეწლოვნები არიან, აქ საბუთების შეგროვება მომთხოვეს და ისეთის, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ახლა მინდოდა პურის ფული, თქვენ არ იცით რა მდგომარეობაში ვართ, ბავშვები საჭმელს მთხოვენ, დასახმარებლად მოვედი და ყველა უარს მეუბნება. ზევით არ მიშვებენ, რა აზრი აქვს მაინც ვერ დაგეხმარება ვერავინ, თუ სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ხარო ამის დამადასტურებელი საბუთები გვჭირდებაო, სად წავიდე, რა ვქნა , ახლა, სახლში როგორ მივიდე, ბავშვები მელოდებიან, მიშველეთ ვინმემ რამე."
ნიკოლოზი დაბადებიდან იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.მისი დიაგნოზია:კისტოზური ფიბროზი(მუკოვისციდოზი) ფილტვის ფორმით და მასთან დაკავშირებული გართულებები.ეს დიაგნოზი სამედიცინო პრაქტიკაში უიშვიათესია.სიცოცხლის შესანარჩუნებლად ესაჭიროება მრავალჯერადი ანალიზები,ხანგრძლივი მკურნალობა და ძვირადღირებული ღონისძიებები,რომ შეძლოს დამოუკიდებლად სუნთქვა. ნიკოლოზ ვაშკიძე დაიბადა 2008 წლის 17ივლისს 19.07.08 მოათავსეს იაშვილის ბავშთა კლინიკაში–სუნთქვის გაუარესებით,რის გამოც გადაყვანილი იქნა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.08.09.08 გაუკეთდა ტრაქეოსტომია,დაემართა ბაქტეოროლიგიური მინინგიტი რამაც გიდროცეფალია გამოიწვია.14.11.08. ოფლოს ტესტით დადასტურდა ფიბროზ კისტოზის დიაგნოზი,ფილტვის ფორმით (მუკოვიციდოზი) 19.07.08–დან 09.10.08 იწვა იაშვილის სახელობის კლინიკაში,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე,რაზეც დღემდე იმოფება. 09.10.09–დან სახლის პირობებში გადის მკურნალობას. შესაძლებელია ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად სუნთქვა, რისთვისაც ნიკოლოზს ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსის გავლა საზღვარგარეთ. ეს ყველაფერი დიდ თ
... კითხვის გაგრძელება »