მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » „გევედრებით, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი“
8:45 PM
„გევედრებით, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი“

ქუთაისში მცხოვრები მაია ლანჩავა დახმარებას ითხოვს. მისი ერთადერთი ქალიშვილი, 14 წლის თიკო ლანჩავა ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც, მან ტვინის დაჟეჟილობა მიიღო და წლებია, საწოლსაა მიჯაჭვული.

14 წლის გოგონას დედის თქმით, მას საუბარიც უჭირს და 2 წელია, საწოლიდან ვერ დგება.

„გერმანიიდან მოგვივიდა პასუხი, რომ თიკოს განკურნება შეუძლიათ, თუმცა ამისათვის 20 300 ევრო არის საჭირო. ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და ერთი თეთრიც კი არ გვაქვს, რომ ბავშვს ვუმკურნალოთ. გვინდა ვთხოვოთ კეთილ ადამიანებს, იქნებ როგორმე დაგვეხმარონ და ჩემი ერთადერთი, 14 წლის შვილი ფეხზე დავაყენოთ“, - აცხადებს მაია ლანჩავა.

ცნობისთვის, ოჯახმა ბანკში ანგარიში უკვე გახსნა. ნებისმიერ მსურველს თანხის ჩარიცხვა შეუძლია აღნიშნულ ანგარიშზე GE19LB0211155338471000GEL - მიმღები ავთანდილ ლანჩავა.
მიმაგრებულია სურათი 1



ნანახია: 351 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: daxmareba, სიკეთე, kvelmokmedeba, dakhmareba, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დავეხმაროთ, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია