მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » პატარა ლუკას დედამ სალომე თოდაძემ მოგვმართა თხოვნით რომ დავეხმაროთ პატარას.. - თუ ფულს ვერ ჩარიცხავთ გააზიარეთ მაინც
1:16 PM
პატარა ლუკას დედამ სალომე თოდაძემ მოგვმართა თხოვნით რომ დავეხმაროთ პატარას.. - თუ ფულს ვერ ჩარიცხავთ გააზიარეთ მაინც

პატარა ლუკას დედამ სალომე თოდაძემ მოგვმართა თხოვნით რომ დავეხმაროთ პატარას.. მათ 20000 დოლარი სჭირდებათ რათა დროულად ჩავიდნენ გერმანიაში და ლუკას ოპერაცია გაუკეთონ.
8 წლის ლუკას ერთადერთი ოცნება ისაა ,რომ სხვაბის მსგავსად სიარული შეძლოს.იგი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს,ასევე ხელს ფიქსატორის გარეშე ვერ ამოძრავებს. ამბობს რომ უჭირს თანაკლასელებთან თამაში და ძალიან ტკივა გული რომ სკოლაში და სოფელში ის ერთია ისეთი ვინც ეტლით დადის.ლუკას ოჯახის წევრები ამბობენ რომ ლუკა შვიდთვიანი დაიბადა და ჯამრთელობის პრობლემები დაბადებიდან დაეწყო თუმცა ის რომ დამოუკიდებლად სიარულს ვერ შეძლებდა მაშინ გაიგეს როცა 1 წლის გახდა.
თოდაძეები ახლა გორის რაიონში ცხოვრობენ.იმისთვის რომ ლუკა გამოჯამრთელებულიყო მათ თბილისში ბინა გაყიდეს და ასევე ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთზე უარი თქვეს.8 წლიანი მკურნალობა ოჯახს კოლოსალური თანხა დაუჯდა .შედეგი კი ისაა რომ მცირეწლოვანი გონებრივად ძალიან კარგადაა განვითარებული.იმისთვის რომ ლუკამ დამოუკიდებლად სიარული შეძლოს ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება,რომელიც გერმანიაში კეთდება და მისი ღირებულება 20000 დოლარის შეადგენს.ოჯახს კი ეს თანხა არ გააჩნია.. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას თხოვს...

დავეხმაროთ პატარა ლუკას რა თანხითაც შეგვიძლია .. გააზიარეთ ნუ დაიზარებთ დაუთმეთ 2 წუთი სიკეთეს.

საქართველოს ბანკის ანგარიში :
GE26BG0000000838246600 მიმღები ფონდი ნათელი
ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში :
GE74TB7208036080100002 მიმღები ფონდი ნათელი
ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკში :
GE22LB0115111324821000 მიმღები ფონდი ნათელი
eMoney ანგარიში
369872904 მიმღები ფონდი ნათელი
ტელეფონის ნომერი 090 1500 510 ფასი 1 ლარი.
მიმაგრებულია სურათი 1



ნანახია: 330 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: daxmareba, სიკეთე, kvelmokmedeba, dakhmareba, sikete, ქველმოქმედება, qvelmoqmedeba, დავეხმაროთ, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია