მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » უკიდურესად გაჭირვებული სიფრაშვილების ოჯახი ნანგრევებში ცხოვრობს.
1:50 PM
უკიდურესად გაჭირვებული სიფრაშვილების ოჯახი ნანგრევებში ცხოვრობს.

სიფრაშვილების 8 სულიანი ოჯახი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარება, 360 ლარია.ოჯახს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ისინი თავს მიტოვებულ შენობას აფარებენ, რომელიც 9 კვადრატული მეტრია, არც ჭერი აქვს და არც იატაკი. მათ საკვების მოპოვებაც უჭირთ.

„პალატკაში ვცხოვრობდით,ერთ დღეს გამგებელმა მოგვაკითხა და გვითხრა აქ ვერ გაჩერდებით ქუჩაში მთვრობის ხალხი დადის და რომ გნახონ საყვედურს გვეტყვიანო .ამიტომ გადაგვიყვანეს ამ ნანგრევებში,თავიდან გვპირდებოდნენ ყველაფერს გაგიკეთებთ ,შუქსაც გადმოგიყვანთო,გაზსაცო მაგრამ მას მერე არავის მოუკითხავს. უკვე 5 წელია აქ ვცხოვრობთ.. მე გადმოვიყვანე შუქი და იმასაც სულ მიჭრიან,მაგრამ ისევ გადმომყავს აბა რა ვქნათ?“ , – აცხადებს სოციალურად დაუცველი მაყვალა სიფრაშვილი.

ოჯახში 6 ბავშვია,ყველაზე პატარა 1 წლისაა,ყველაზე დიდი 21-ის. სიფრაშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ არასრულწლოვანი ბავშვების „მინდობით აღზრდაში“ გადაცემაც შესთავაზა, თუმცა მშობლებმა უარი თქვეს.

მრავალშვილიან ოჯახს სააღდგომოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ეწვია. გამგებელმა მათ 2 პასკა და 20 ცალი კვერცხი გადასცა. „მე ამ ბოლო დროს პრემია გამოვიწერე და აგერ, სააღდგომოდ ბავშვებს რამე შეუძინეთ“, – მიმართა გამგებელმა მრავალშვილიან დედას და 100 ლარი აჩუქა. კახა ჯამბურიამ სააღდგომოდ ხელფასთან ერთად, პრემიის სახით 2600 ლარი გამოიწერა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სულ,ლაგოდეხის გამგეობასა და საკრებულოში პრემიებზე 170 ათასი ლარი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე.

(აუცილებელია მიუთითეთ,რომ თანხას მაყვალას სიფრაშვილის ოჯახის სახელზე რიცხავთ) აქტიურია ანგარიშებია :

საქართველოს ბანკის ანგარიში :
GE26BG0000000838246600 მიმღები ფონდი ნათელი

ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში :

GE74TB7208036080100002 მიმღები ფონდი ნათელი

ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკში :

GE22LB0115111324821000 მიმღები ფონდი ნათელი

eMoney ანგარიში

369872904 მიმღები ფონდი ნათელი

ტელეფონის ნომერი 090 1500 510 ფასი 1 ლარი


ნანახია: 616 | დაამატა: | ტეგები: daxmareba, სიკეთე, kvelmokmedeba, dakhmareba, ქველმოქმედება, sikete, qvelmoqmedeba, დავეხმაროთ, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დამატებითი ინფორმაცია